საჭიროა ამბიციური ეკონომიკური პროექტების დაწყება და ევროკავშირი სწრაფ წინსვლას ეცდება - ჰერჩინსკი

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, შუა დერეფანი, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით ატარებს ტვირთს, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა ამბიციური პროექტების დაწყება და ევროკავშირი გეგმავს სწრაფად წინსვლას, რათა საქართველო მას უკეთესად დაუკავშირდეს.

„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი ხედვაა. სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს საშუალებით ჩვენ გვაქვს ტვირთის ტრაფიკი აზიიდან ევროკავშირში. ეს სარგებლის მომტანია საქართველოსა და ევროკავშირისთვისაც.

ახლა საჭიროა, დაიწყოს ძალიან ამბიციური ეკონომიკური პროექტები: მილსადენები, გზები, საბორნე ტერმინალები. განხორციელდეს. წინ დიდი სამუშაოა.

ორი კვირის წინ საქართველოს ეწვია ევროკომისარი ვარჰეი და ეს საკითხები განიხილეს მთავრობასთან. ევროკავშირი შეეცდება, უზრუნველყოს საქართველოსა და ამ ფართო რეგიონს, ევროკავშირს შორის კავშირების რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.