„საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის“, – ამის შესახებ ევროკავშირის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები ზოგადად კონკურეტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო რიგი ხარვეზები, რამაც პროცესის მიმართ ნდობა შეარყია.
„არჩევნების ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარების მიუხედავად, იყო რიგი ხარვეზებისა, რომელმაც პროცესის მიმართ ნდობა შეარყია და ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი მოწვევის პარლამენტის საწყის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმებისთვის.
ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა.