სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეხმაურება და წერს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა სტატუსის მისაღებად ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
„მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა.
საჭიროა შემდგომი რეფორმები – მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება”, – წერს შარლ მიშელი.
Welcomed President @Zourabichvili_S‘s commitment to advance on ?? path: You have ??’s full support.
EUCO’s decision to grant ?? EU perspective is historic opportunity.
Further reforms needed – justice, depolarisation, deoligarchisation. And building inclusive political culture. pic.twitter.com/IoKFIYrhiV
— Charles Michel (@CharlesMichel) September 1, 2023