„საჩხერის კლინიკა იქნება პირველი“ - ტიკარაძე სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს იწყებს

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ასაცრელი ადამიანების კატეგორიას დაემატება ასაკობრივი ჯგუფები და 25 მარტიდან  65 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებს დარეგისტრირირების შესაძლებლობა ექნებათ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – რას გეგმავს სამინისტროს ვაქცინაციის პროცესის ასაჩქარებლად და სამედიცინო პერსონალის გასააქტიურებლად? – ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ის პირადად შეხვდება ექიმებს.

„მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს. ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს ჩვენს კოლეგებთან. საჩხერის კლინიკა იქნება ალბათ პირველი, რომელსაც მე მოვინახულებ და იმერეთის რეგიონი, სადაც ხვალ განვახორციელებ ჩემს ვიზიტ“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.