საჩხერის მერია: დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა, სპეციალური ტექნიკა მუშაობს გზების გასაწმენდად

პუბლიკა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა. მერიის ცნობით,  გზების გასაწმენდად მობილიზებულია და მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

მათივე თქმით, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 20 საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღებში.

„საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა ჩაიკეტა. თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და უკვე 24 საათის განამვლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად.

ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის შეწყვეტილია სწავლა 20 საჯარო სკოლაში – არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე, ჭორვილა.

მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეაჩერა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც“, – ნათქვამია განცხადებაში.