სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას 2 საათში გვპირდებოდა? - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, ის ვერ ხედავს მათ, ვინც კიევის 2 საათში აღებით იმუქრებოდა. „სამაგიეროდ, ვხედავ მამაც ჯარს, გვარდიას, უშიშარ მესაზღვრებს, თავგანწირულ მაშველებს, დაუღალავ პოლიციელებს და ექიმებს, ყველა თავის საქმეს აკეთებს“, – ამბობს რეზნიკოვი.

მისი თქმით, ის ხედავს ათიათასობით მოქალაქეს, ვინც ხელში იარაღი აიღო და ბრძოლებს შეუერთდა.

გვიან ღამით კიევზე მასირებული შეტევის მოლოდინი არ გამართლდა. როგორც BBC წერს, რუსულმა არმიამ ვერ შეძლო კიევის ალყაში მოქცევა.