სად არის კობახიძის ექსპერტიზა, როდესაც საქმე გვარამიას ან სააკაშვილს ეხება? - ლექსმანი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე წერს, რომ ირონიულია ირაკლი კობახიძის მხრიდან ადამიანის უფლებების საკითხში ასეთი ღრმა ექსპერტიზის შემოთავაზება, როდესაც ის რუსეთის სანქცირებული ჩინოვნიკების ოჯახის წევრებზე საუბრობს.

„ირონიულია ბატონი კობახიძის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებში ასეთი ღრმა ექსპერტიზის შემოთავაზება – სად არის მისი ექსპერტიზა, როდესაც საქმე ეხება ნიკა გვარამიას ან მიხეილ სააკაშვილს?”, – წერს ის.


21 მაისს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოჯახის წევრების სანქცირება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

„თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, საქართველოს შემთხვევაში, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ გარკვვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს ეწინააღმდეგება ზოგადად ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო“, – განაცხადა კობახიძემ.