აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებამდე ანატოლი გიგაურმა საბოლოო სიტყვა თქვა, ისაუბრა თავის დაკავებაზე, მოწმეებსა და მოლოდინებზე.
„მინდა, 2 სიტყვით ვთქვა იმაზე, თუ ვინ მოგვიყვანა ბატონმა პროკურორმა მოწმეებად.
დავიწყოთ პირველი პოლიციელით. ადამიანი მოვიდა, რომელსაც ვეუბნებოდი, კითხვა დავსვი – ჩემი უფლებები რომ ირღვეოდა და მე შველას ვითხოვდი, თქვენ რას აკეთებდით. ადამიანმა მითხრა, რომ ეგ ჩემი საქმე არ არის. თურმე, ადამიანის უფლებები რომ ირღვევა, ეს მისი საქმე არ არის და რაღაც სხვა ორგანოებია, რომელმაც უნდა გამოიძიოს ეს საქმე – პოლიციელის დანაშაული.მეორე პოლიციელი მომიყვანა, რომელსაც თქვენ წინ ვათქმევინეთ, რომ მას ჩემთან შეხება არ ჰქონია, რაც კადრებთან შესაბამისობაში არაა, მოიტყუა.ასევე მოიყვანა გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ გიგაურმა გამოიყენა დუმილის უფლება და 5 წუთის მერე – აიხლართა, დაიხლართა და მერე ამბობს, რომ მე თურმე მოვუყევი იმას, როგორ დამიზიანდა ეს, ის, ყველაფერი თურმე სცოდნია.მოიყვანა მეორე გამომძიებელი, რომელმაც გვესაუბრა დიდი ამბით, რომ ჩაატარა რაღაც საგამოძიებო მოქმედებები და კადრები, რომელშიც პოლიციელი მე ხელს მარტყამს, ვერ ნახა. ეს არის ჩვენი ბრალმდებელი.ასევე მოიყვანა ვითომ დაზარალებული – დაზარალებული კი არა, სინამდვილეში მოძალადე. კაცმა, რომელმაც მაწამა, ბორკილებდადებულს თავში მუშტები მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა, იმაზე მეუბნება, დაზარალებულიაო.ამის მერე – არსებობს სიტყვა სამართლიანობა, ან სისხლის სამართალი. სამართალი არსებობს. და ის არის დაზარალებული? მე დამესხა თავს, მეორედ მე დამესხნენ თავს, მესამედ მაწამეს და 9 თვეა, ციხეში ვზივარ. და მე უნდა მითხრათ, მელაპარაკოთ სამართალზე. სად არის სამართალი? აბა ვნახოთ, რა სამართალს გამოიტანთ.მე გითხარით, გაჩვენეთ კადრები, როგორ მარტყამს სახეში. სიტყვა არ უთქვამს გაბუნიას, ისე მირტყამს სახეში და რატომაც მირტყამს, ეგეც აგიხსენით, როგორ იყო მიმდინარეობა სიტუაციის ზუსტად იმ დროს.[გაბუნია] მირტყამს სახეში, მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით, შემომყავს კამერებთან, ტელევიზიებთან და ის იგინება და დარტყმას ცდილობს. მეც მინდოდა, მისთვის პასუხის გამეცა, მაგრამ ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და უბრალოდ მოვიშორე. სად ნახეთ ჩემი თავდასხმა, ან ჩემი დაუმორჩილებლობა სად ნახეთ? რისთვის მამყოფებთ ციხეში? მე ვიცი – რისთვისაც. ვიბრძოლებ ბოლომდე.არ არსებობს თემა, არ არსებობს ციხე – ჩემმა მეგობრებმა მაგალითი გვაჩვენეს, როგორ უნდა იბრძოლო – ბოლომდე. როგორც შემეძლება, ბოლომდე ვიბრძოლებ. ვნახოთ, ვისი გავა. ახლა თქვენ ხართ სათავეში, მაგრამ ცხოვრება დიდია. ვნახოთ, სანამდე მივალთ.როგორ საქართველოში გინდათ, იცხოვროთ? – მუნდირის უკან მუწუკები არიან, რომლებიც ჩირქს სცხებენ მუნდირსაც, სისტემასაც.აღადგინეთ სამართლიანობა, დაისაჯოს მოძალადე.პროცესი რატომ გაიწელა, ისიც ვიცი – იმიტაციას ქმნით, რომ იმედი ჩამისახოთ, რომ ამის ფონზე უფრო დიდი იმედგაცრუება გადავიტანო. მაგრამ მე მზად ვარ. არც ვუშვებ, რომ სხვა გადაწყვეტილების შესაძლებლობა გაქვთ, მით უმეტეს, რომ მე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ და იდეებისთვის ვიბრძვი.
დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, ბატონო მოსამართლე. რაც გინდათ, ის გიქნიათ. მე გითხარით – პოლიტიკურია ჩემი დაკავებაც და ჩემი გაშვებაც პოლიტიკური იქნება. აქ სამართალი და სამართლიანობა არაფერ შუაში არ არის”.