სად შეძლებთ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციას - ცენტრების ჩამონათვალი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ ცენტრების ჩამონათვალს, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციაა შესაძლებელი:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე, (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე.
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით), 10:00-დან 20:00-მდე, შესვენების გარეშე.
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით), 10:00-დან 17:30-მდე.
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე, მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.