სად შეგიძლიათ Covid-19-ზე სწრაფი ტესტის გაკეთება | კლინიკების სია

პუბლიკა

გუშინ ქვეყანაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო.

დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ სად არის შესაძლებელი სწრაფი ტესტების ჩატარება და ვის შეუძლია გაიაროს ტესტირება. მისი განმარტებით, სწრაფი ტესტის ჩატარება პაციენტს შეუძლია, როგორც ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, ასევე საავადმყოფოში თვითდინებით მისვლის შემთხვევაში.

„სქემა არის ასეთი, საავადმყოფოებში ყველა ადამიანი, ვინც ჰოსპიტალიზდება სხვადასხვა მიზეზით, საავადმყოფო უტარებს ტესტს და ეს არის უფასო. თვითდინებით ადამიანებისთვის 9 დიდ ქალაქში უპირატესად ამბულატორიულ ტესტირებას აწარმოებენ ამბულატორიები და პოლიკლინიკები, ხოლო დანარჩენ 60 მუნიციპალიტეტში, მაგალითად მცხეთაში, ყაზბეგში ა.შ. იქ საავადმყოფო და პოლიკლინიკები არიან ერთად, ამიტომ ისინი აწარმოებენ აბულატორიაში ტესტირებას.

იქ მიდის ადამიანი როგორ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, ვისაც სიმპტომები აქვს, ისე თვითდინებით შეუძლია მივიდეს და უთხრას, რომ აქვს სიმპტომები და მოითხოვოს ტესტის ჩატარება.  ამიტომ ამ დადგენილებით, რომელიც გუშინწინ გამოიცა, ორივე კატეგორიას ადამიანების როგორც ოჯახის ექიმის დანიშნულებით, ან სასწრაფოს რჩევით, ან თვითდინებით შეუძლია მიმართონ და ამ დაწესებულებების სია განთავსებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ და ფეისბუქგვერდებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ იმ დაწესებულებების სია, სადაც შესაძლებელია ვირუსზე სწრაფი ტესტის გაკეთება.