დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ დაწესებულებების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც წინასწარ განსაზღვრულ რისკჯგუფებში შემავალ პირებს თბილისში გრიპის ვაქცინის უფასოდ მიღება შეეძლებათ.
როგორც „პუბლიკას“ ცენტრში განუცხადეს, ქვეყნის ყველა რეგიონში ვაქცინა უკვე დარიგებულია და მომდევნო კვირიდან ხელმისაწვდომი იქნება განსაზღვრულ რისკჯგუფებში შემავალი პირებისთვის. შესაბამისად, განახლებული მონაცემებიც მომდევნო კვირიდან გამოქვეყნდება.
პირველ ეტაპზე, ქ. თბილისში, შემდეგი რისკჯგუფების – ორსულების*, დიალიზზე მყოფი პირების, C ჰეპატიტის მქონე პირების (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირების, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარების და მათი მომვლელი პერსონალის, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალის – სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, ქვეყანაში არ გამოჩენილა. მისი ცირკულაცია მოსალოდნელია ნოემბრის შუა რიცხვებიდან.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყანაში პირველ ეტაპზე შემოტანილია 25 ათასი ვაქცინა მაღალი რისკჯგუფებისთვის, ესენია:
- ორსულები;
- ბაღის აღმზრდელები;
- შიდსით დაავადებულები;
- C ჰეპატიტით დაავადებულები;
- მოხუცთა სახლები;
- ბავშვთა სახლები;
გამყრელიძის მტკიცებით, ვაქცინა 10 დღეზე მეტია, ყველა მუნიციპალიტეტშია განაწილებული, თუმცა აცრილია მხოლოდ 5 ათასი ადამიანი.
მისივე ცნობით, კვირას, 25 ოქტომბერს, ჩამოვა გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის 77 ათასი დოზა, 26 ოქტომბრიდან კი განაწილდება ქვეყნის მასშტაბით. გამყრელიძის თქმით, ამ ვაქცინით უნდა აიცრან:
- 65 წელზე ხანდაზმულები, გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებით;
- დიაბეტის მქონეები;
- სამედიცინო პერსონალი და ა.შ.;
ნოემბრის პირველი რიცხვებიდან სეზონური გრიპის ვაქცინაციას დაექვემდებარებიან ასევე შემდეგი რისკჯგუფები:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;
ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;
ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ბ.ბ) ორსულები;
გ) პროფესიული ჯგუფები:
გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:
გ.ა.ა.) ექიმები;
გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;
გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
გ.ა.ე.) ბებიაქალები;
გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;
გ.ა.ზ) სტომატოლოგის ას ისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაე0ნტებთან;
ბ.) ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; გ)მონადირეები;
გ.ბ.დ.) ვეტერინარები;
გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:
გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა დ ა განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პე რსონალი;
გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,
გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის და წესებულება,
გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.