დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ 15 ამცრელი პუნქტის მისამართს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ, რომ აიცრან. საქართველოს 3 ქალაქში მდებარე პუნქტები ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობენ.
ცენტრის ცნობით, მოქალაქეები აცრას მათთვის სასურველი ვაქცინითშეძლებენ:
თბილისი
- საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ);
- გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს);
- სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი);
- სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია);
- ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან);
- მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5);
- რკინიგზის სადგური მიმდებარე ტერიტორია;
- ვარკეთილის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია;
- ახმეტელის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია;
რუსთავი
- ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ);
- მე-12 მკ/რნ, N24 – 23ე საშუალო სკოლის წინ;
- მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ.
ბათუმი
- ინასარიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის მიმდებარე ტერიტორია;
- ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია;
- ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორია.