სადგურის მოედანთან 3 არასრულწლოვანი დაჭრეს. სავარაუდოდ, არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკება და კამათი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს ადასტურებენ.
როგორც უწყებაში „პუბლიკას“ უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.