საელჩოს ცნობით, თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა და ოთხივე უსაფრთხოდაა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ცნობებით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ დროისათვის ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილასაა.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

„რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, – აცხადებს უწყება.

საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი:

+972 526 919092;

+972 528 888513;

+972 547 386813