საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ მოკლე სია ცნობილია

პუბლიკა

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში მოკლე სია გამოაქვეყნა. მოკლე სიაში ვერ მოხვდა საქართველოდან ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილი ფილმი „მოქალაქე წმინდანი“, რომლის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილია.  

88 ქვეყნის მიერ წარდგენილი ფილმებიდან აკადემიის წევრებმა 15 მათგანი გამოარჩიეს:

სომხეთი, „ამერიკაცი“
ბუტანი, „ბერი და იარაღი“
დანია, „აღთქმული მიწა“
ფინეთი, „ჩამოცვენილი ფოთლები“
საფრანგეთი, „საგნების გემო“
გერმანია, „სამასწავლებლო“
ისლანდია, „ღვთის მიწა“
იტალია, „მე – კაპიტანი“
იაპონია, „იდეალური დღეები“
მექსიკა, „ტოტემი“
მაროკო, „ყოველი ტყუილის დედა“
ესპანეთი, „თოვლის საზოგადოება“
ტუნისი, „ოთხი ქალიშვილი“
უკრაინა, „20 დღე მარიუპოლში“
გაერთიანებული სამეფო, „ინტერესთა ზონა“

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 11 მარტს გაიმართება. ოსკარის მოკლე სია სრულად იხილეთ ბმულზე.