საერთაშორისო პრესა საქართველოს იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს - ბოლქვაძე

პუბლიკა

“საზღვარგარეთ, საერთაშორისო პრესა საქართველოს იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს,”- აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა. ზალკანიანს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

“ეს განსაკუთრებით საფრანგეთში, ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში ხდება, როგორიცაა: – “ფიგარო“, “ლე მონდი“, “ექსპრესი“, რომელთაც ყოვედღიურად მილიონობით ადამიანი კითხულობს.

ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე ბერკეტი და თუ არ არის, იქნებ შევქმნათ, რომ რამენაირად საკითხი მოგვარდეს და დეზინფორმაციის საპასუხოდ საქართველოდან ის ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც რეალობასთან ახლოს არის. მე როგორც ელისო ბოლქვაძე და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვფიქრობ, რომ მომავალში ამის მოგვარება შეიძლება. კულტურის კომიტეტი მზად არის ამ მუშაობაში ჩაერთოს, თუკი ეს თქვენი ნებაც იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის მოგვარება?“ – მიმართა ელისო ბოლქვაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს დავთ ზალკალიანს.