„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ლუკა ეხვაია დაინიშნა. ინფორმაცია „პუბლიკას“ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მანამდე გამოცემა BMG-მ გაავრცელა საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვილი ინფორმაცია, რომ ყაველაშვილის მრჩევლის ანაზღაურება 6 424 ლარია. საჯარო წყაროების მიხედვით, ლუკა ეხვაია 2020 – დღემდე იკავებს საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევრის პოზიციას, ის, ასევე, არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.
2018 – 2020 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის კვლევითი აკადემიის ბაზაზე არსებული ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული სწავლებების მიმართულების წევრი-დოქტორანტი.
მას, ასევე, აქვს Tik-Tok ანგარიში „ფუკოს ქანქარა”, სადაც ის საერთაშორისო საკითხებს მიმოიხილავს. ანგარიშის აღწერაში აღნიშნულია, რომ „ფაქტებს კიდიათ ემოციები”.