გრიპის საწინააღმდეგო 250 ათასზე მეტ ვაქცინას შევიძენთ, რადგან აცრის სურვილი გაზრდილია – ტიკარაძე

პუბლიკა

საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაქცინა შეძენილია, თუმცა ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ დამატებითი რაოდენობა შევიძინოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი, რომ ისინი იყვნენ აცრილები. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უკვე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი ქალაქში იქნება და აქედან გამომდინარე, დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. საერთო ჯამში, შევიძენთ 250 ათასზე მეტ ვაქცინას“, – განაცხადა ტიკარაძემ.