საერთოდ არ მახსენდება მასთან სატელეფონო საუბარი - ჩუგოშვილი ჯანეზაშვილს პასუხობს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უზენაესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს.

დღეს ნაზი ჯანეზაშვილმა „რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა, რომ მას ხშირად ურეკავდა თამარ ჩუგოშვილი და მისგან გაჩუმებას მოითხოვდა.

ამ განცხადების საპასუხოდ „პალიტრანიუსის“ ეთერში თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ის ძალიან გაკვირვებულია იმით რაც მოისმინა. როგორც მან აღნიშნა, საერთოდ არ ახსენდება რამე საკითხზე სატელეფონი საუბარი ნაზი ჯანეზაშვილთან.

„ძალიან გამიკვირდა, გაოგნებული ვუსმენდი მის ეთერს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან დიდი როლი მაქვს იმაში რომ ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ერთადერთ მიზეზი მქონდა რის გამოც მას მხარს ვუჭედი,  მეგონა და ვთვლიდი ყოველ შემთხვევაში მაშინ, რომ ის არ გახდებოდა და მოექცეოდა პოლიტიკური გვალანების ქვეშ. მთავარი არგუმენტი რაც მე მის მხარდამჭერად მაქცევდა იყო ის რომ დამოუკიდებელი წევრი ჰყოლოდა საბჭოს. მაგრამ ახლა რომ ვუსმინე, განცდა გამიჩნდა რომ შევცვდი თავის დროზე მის შეფასებაში.

მეორე გეტყვით იმას, რომ ძალიან იშვიათად გვქონდა მე და მას ურთიერთობა, თუნდაც იმიტომ რომ ის დამოუკიდებელი ორგანოს წარმომადგენელი იყო, მე პოლიტიკოსი და ამიტომ მაქსიმალურად თავს ვიკავებდი. თვოთონ უფრო ცდილობდა აქტიურ კომუნიკაციას და ამიტომ მაქსიმალურად ჩარჩოებში, ძალიან იშვიათად ხდებოდა ურთიერთობა.  ეს მან იცის ძალიან კარგად საუბრები რაზე იყო. ეს საუბრები შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო მეტად როგორ შეიძლება ყოფილიყო უზრუნველყოფილი და მან ძალიან კარგად იცის მე რა მადარდებდა სასამრთლოსთან დაკავშირებით და რა მცდელობები მქონდა. ამიტომ გამიკვირდა ძალიან დღევანდელი გამოსვლა.

ადამიანებს სხვებისგან განსხვავებით მე არ ვაბრალებ ასე რაღაცეებს და არასასიამოვნო სანახავია სხვები შენს თვალწინ რომ სახეს კარგავენ, მაგრამ რას ვიზამთ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ეჭვები გამიჩნდა, არ ვიცი,  სხვა ახსნა არ მაქვს, რადგან მან კარგად იცის ჩემი ღირებულება მართმსაჯულების დამოუკიდებლობის მიმართ, კარგად იცის რატომ ვუჭერდი პირადად მას მხარს და კარგად იცის რა მინდა ქართული მართმსაჯულებისგან რომ ის იყოს დამოუკიდებელი და სამართლიანი. ამიტომ რასაც აკეთებს, რატომ აკეთებს, სამიზნეებს რა ნიშნით ირჩევს და ა.შ. ეს თქვენ განსაჯეთ და ივარაუდეთ, “- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

როგორც მან განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილთან სატელეფონო საუბარი საერთოდ არ ახსენდება:”ერთმანეთს შევხვდით რამდენიმე შეხვედრაზე, სადაც სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ.”