საფეხბურთო კლუბები ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად განცხადებებს ავრცელებენ | სია

პუბლიკა

საქართველოს საფეხბურთო კლუბები ეხმაურებიან პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ.

„დინამო თბილისი”, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის” დირექტორი, გიორგი ყიფიანი – „პუბლიკის” რედაქცია ჩამონათვალს პერიოდულად განაახლებს.

„დინამო თბილისი”: „დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის”.

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“: „ევროპა ჩვენი არჩევანია”.

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“: „შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს. რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა – ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ. რადგან თავად საქართველოა ევროპა”.

საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის” დირექტორი, გიორგი ყიფიანი: „თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახემწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. – არ აქვს მნიშვნელობა… არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!”.