„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ არ არის საჭირო საფლავზე ქეიფი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ეკლესიურად სხვათა შორის და არც ყველანაირი სხვა ეპიდომოლოგიურად თუ სხვა გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”, – განაცხადა იმნაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.