საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებით, საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
„სექტემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოვაცხადებ“. – წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.
„ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ყველა მძევალი გათავისუფლდეს, ღაზას მოსახლეობას მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწიოს. ასევე, აუცილებელია ჰამასის განიარაღება, ღაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აღდგენა. საბოლოოდ, საჭიროა პალესტინის სახელმწიფოს აშენება, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
ფრანგებს სურთ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული – ფრანგებზე, ისრაელელებზე, პალესტინელებზე, ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – დავამტკიცოთ, რომ ეს შესაძლებელია…
მშვიდობას აუცილებლად მოვიპოვებთ”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.