საფრანგეთი უკრაინას საწვავს და თავდაცვით აღჭურვილობას უგზავნის

პუბლიკა

„საფრანგეთი უკრაინას  საწვავის მარაგს და თავდაცვით აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის წინააღმდეგობას რუსეთის წინააღმდეგ” – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.

თავდაცვითი აღჭურვილობის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა, მაგრამ როგორც წყარომ ჟურნალისტებს უთხრა, საუბარია ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე.

უკრაინა მეოთხე დღეა რუსეთის მასირებულ შეტევებს იგერიებს. სამხედრო ექსპერტების და ანალიტიკოსების თქმით, რუსეთს სერიოზული წინსვლა არ აქვს.