საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით დაიფარება.
ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკრონუ ადასტურებს. მინისტრმა La Tribune Dimanche-თან ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის.
საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC-ის ტიპის მსუბუქი ტანკების და VAB-ის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემასაც.
სებასტიან ლეკორნუს თქმით, Dassault Aviation-ი, რომელიც 2024 წელს თვეში ორ ერთეულ Rafale-ის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 2026 წელს წარმოებას 4-5 ერთეულამდე გაზრდის.
საფრანგეთს სურს, 2026 წლისთვის გააორმაგონ AASM-ის საავიაციო ბომბების წარმოება. ამასთან, 2025 წელს გაორმაგდება MBDA-ის (Akeron MP) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება.