საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
გამოსვლისას მინისტრმა დამსწრეებს რობოტი „პეპერი“ წარუდგინა, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს ქართულად მიესალმა.
„დღეს გვაქვს ჩვენ რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე, პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ახლა სწავლობს ქართულს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ კოვიდის დამარცხებაშიც და ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში. მის შესაძლებლობებს ცოტა მოგვიანებით ტელემედიცინის სტენდთან გავეცნობით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.