„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის“ - კობახიძე

პუბლიკა

„თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 „საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთბ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ქცევაზე და ამ კონტექსტში მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ ბოლო წლებში ბევრად უფრო აგრესიული გახდა კრემლის დამოკიდებულება მეზობლების მიმართ.