საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„პრეზიდენტ მაკრონს Covid-19 დაუდგინდა. მოქმედი სანიტარული წესების თანახმად, სახელმწიფოს 42 წლის მეთაური 7 დღით კარანტინში გადადის. იგი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

17 დეკემბრის მონაცემებით, დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 2 409 062 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 59 361 ადამიანი. Worldometers-ის სტატისტიკის მიხედვით, გამოჯანმრთელებულია 180 311 პაციენტი და ქვეყნის მასშტაბით სულ კორონავირუსის 2 169 390 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.