საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე დაიწყო. კანდიდატები 577 ცალკეულ საარჩევნო ოლქში იბრძვიან. უმრავლესობის მოსაპოვებლად 289 მანდატია საჭიროა. არჩევნები ორ ტურად ჩატარდება, 30 ივნისს და 7 ივლისს.
ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა. მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე პოპულისტმა მარინ ლე პენმა და მისმა „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.
საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით, პირველ ტურში, ემანუელ მაკრონის მთავარი მეტოქეები (ულტრა–მემარჯვენე მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანებას (RN) და მემარცხენე პარტიების ბლოკი – ახალი სახალხო ფრონტი (Le Nouveau Front Populaire) პირველ და მეორე პოზიციებს დაიკავებენ, ხოლო საპრეზიდენტო კოალიცია, დაახლოებით 20%-იანი მაჩვენებლით, მესამე ადგილს დასჯერდება.