საფრთხე რეალურია, დროებით ჩაკეტეთ საზღვრები - გახარია ხელისუფლებას

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის, „საქართველოსთვის”, ლიდერი, გიორგი გახარია მოვუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და „დაიცვას ქვეყნის ინტერესები”.

„არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.
საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.

მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო”. – აცხადებს გახარია.


რუსული სამხედრო დაჯგუფების, ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, მისი მებრძოლები როსტოვში შევიდნენ და სამხედრო შტაბი აიღეს. პრიგოჟინის თქმით, მათ ჩამოაგდეს რუსული სამხედრო ვერტმფრენები. პრიგოჟინი იმუქრება, რომ “გაანადგურებენ ყველას და ყველაფერს, რაც წინ გადაეღობებათ.”

მოვლენების დასაწყისი

გუშინ დილით ვაგნერმა ტელეგრამზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის ძალებმა ვაგნერის ბანაკები დაბომბეს, რის შედგადაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ. პრიგოჟინის განცხადებით დაისჯება ყველა ვინც ეს ჩაიდინა. მან რუსეთის თავდაცვის მინისტრს ლაჩარი უწოდა და პასუხისგებით დაემუქრა. იგი სერგეი შოიგუს ბრალს სდებდა ვაგნერზე შეტევაში.

ამ დროიდან სამხედრო დაჯგუფების ნაწილები როსტოვისკენ დაიძრნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაგნერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პროვოკაციაა.

ამ დრომდე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მოვლენებს გამოეხმაურნენ რუსული ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები.

სერგეი სუროვკინმა, უკრაინაში მებრძოლი ჯარებსი მეთაურის მოადგილემ, ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდა – „ჩვენ ერთი სისხლის ვართ, ერთად ვიბრძვით. ერთად განვიცდით დანაკარგებს” – თქვა მან.

განცხადება გაავრცელა კიდევ ერთმა გენერალმა, ვლადიმერ ალექსევმა, მან მიმდინარე მოვლენებს სიგიჟე უწოდა და თქვა რომ ეს უნდა შეჩერდეს.

ამ დროისთვის

რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” ავცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული. დაცვის ქვეშაა აყვანილი სახელმწიფო და სამხედრო დაწესებულებები.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმსაციით, იგეგმება ვლადიმერ პუტინის ვიდეო მიმარტვა. პესკოვი არ აკონკრეტებს მიმართვის თემა,ს ტუცა, სავარაუდოდ ეს „ვაგნერის მარშს” შეეხება.