საგარეო უწყება ადასტურებს, რომ ბაქოში ხანძარს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა 

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში მომხდარ ხანძარს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

უწყების განცხადებით, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე, ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

შენობის ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად ჩართულები არიან კინოლოგთა ჯგუფებიც. ადგილზე მუშაობს 19 სამაშველო ჯგუფი.

აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და გაუფრთხილებლობის მუხლებით დაიწყო, რამას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.