საგამოძიებო: დაკავებულია პირი, რომელმაც 21 400 დოლარისა და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებოს ცნობით, გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.