საგამოძიებო: ძალადობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ვამხილეთ

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში სამართალდამცავმა, სტუმრად ყოფნისას, დაზარალებულ მამაკაცს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ხელის არეში. შემდგომში ავტომანქანაში ბრალდებულმა დაზარალებულს ჩანთა დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მას სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გამოძიება აწარმოა. გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, მოპოვებული იქნა ელექტრონული ინფორმაცია და დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით სამართალდამცავს, ბრალდება ძალადობის ორი ეპიზოდისთვის წარედგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება.