საგამოძიებო: პირი კუსტარულ საამქროში ფალსიფიცირებულ ნახევარფაბრიკატებს ამზადებდა

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა პირი, რომელიც კუსტარულ საამქროში ფალსიფიცირებულ ნახევარფაბრიკატებს ამზადებდა.

კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად აწარმოებდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატებს და ყიდდა მათ, ხოლო პროდუქტში სოიოს დანამატს იყენებდა.

უწყების ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად ამოიღეს ფალსიფიცირებული პროდუქცია.

აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით, 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.