სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2024 წლის 11 მაისს თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
უწყების ცნობით, ის ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად.
11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველები მოქალაქე ირაკლი წიგნაძეს ჯგუფურად გაუსწორდნენ.
⚠️ სენსიტიური შინაარსის კადრები
⭕️ ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველები მოქალაქეს ჯგუფურად გაუსწორდნენ.
მოქალაქეების…
Posted by პუბლიკა • Publika on Friday, May 10, 2024
მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას დაზარალებულის მანქანა ლეონიძის ქუჩაზე ჰყავს შეჩერებული.
კადრებში ასევე ჩანს პოლიციის ავტობუსი, რომელიც გზას უხერგავს მანქანას.
ვიდეოში ვხედავთ, რომ სამართალდამცველი ესაუბრება მანქანაში მჯდომ პირს, შემდეგ კი მას ფიზიკურად უსწორდება. ამ მომენტში ავტობუსიდან ასევე ჩამოდიან ნიღბიანი ფორმიანები.
კაცი მანქანაში თანმხლებ პირებთან, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.