საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები გამოავლინა.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს თბილისის მასშტაბით გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.