საგამოძიებო: „TV მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ დევნის ფაქტზე 2 პირი ვამხილეთ

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი ამხილეს. ფაქტი 25 ივლისს მოხდა.

საგამოძიებოს ცნობით, დანაშაულში მხილებულ პირებს ე.გ.-ს და თ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კი 25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ორმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათზე ფიზიკურად იძალადა. მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში“, – წერია უწყების განცხადებაში.