გახარიას პარტიის „საქართველოსთვის” განცხადებით, ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია.
პარტიის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან.
,,გარიგების მიხედვით, არასწორი კვალიფიკაციით გამოძიება ფორმალურად იწყებოდა მხოლოდ იმ მუხელებით, რომელთა უმრავლესობას მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. სწორედ ამის დასტურია ის, რომ იმის მიუხედავად, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და ღია წყროებში ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აშკარად ადასტურებდა, რომ ახალგაზრდების, აქციის სხვა მონაწილეების მიმართ ადგილი ჰქონდა გამოხატული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნას (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაული) სისტემურ დანაშაულში ხელისუფლების როლის დასაფარად, საგამოძიებო უწყებები გამოძიებას არ იწყებდნენ სწორი კვლიფიკაციით. იმ ფაქტებზე კი, რომელზეც გამოძიება დაიწყო, გამოძიებას ქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი და მიმდინარეობდა არასწორი კვალიფიკაციით. ასეთ გამოძიებებს არაუფლებამოსილი უწყება – შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა.
პარტიის განცხადებით, „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულს არასათანადო რეაგირება მოჰყვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან და ფორმალური გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც პარტიის განცხადებაში წერია, 2024 წლის 7 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და ბათუმის აქციების ერთ-ერთი ლიდერის – მათე ცენტერაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე.
,,მიუხედავად იმისა, რომ კანონით სპეციალურ საგმოძიებო სამსახურს ჰქონდა გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა), სამსახურმა განცხადება, დაზარალებულის ყოველგვარი ინფორმირების გარეშე, გადაგზავნა არაუფლებამოსილ უწყებაში – შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაუსაბუთებელი წერილი განცხადების გადაგზავნაზე მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც სამსახურს მოვთხოვეთ დასაბუთებული ახსნა-განმარტება განცხადების შსს-ში გადაგზავნაზე. ანალოგიურად, დღემდე უცნობია რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 6 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინიტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის კანონიერებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ქვემდებარეობით საქმეების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის და საქმეებისთვის სწორი კვლიფიკაციის მინიჭების შესახებ”, – წერია განცხადებაში.