საგამოძიებომ „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე ამხილა

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა.

გამოძიების მიხედვით, 9 ნოემბერს პუშკინის ქუჩაზე „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი ცდილობდა რუსეთის მოქალაქის ჩაწერას, ბრალდებული ჩაჯდა მანქანაში, დაძრა და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ ჟურნალისტს ფეხებში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მცირე დაზიანება მიიღო.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.