სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.
TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს მოძალადეების ჯგუფი 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხა თავს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტებზე თავდასხმის არაერთი საქმეა შესული, თუმცა უწყებას არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოუვლენია.