საგანგაშოა, რომ ბოლო 2 წელია ნაკლები დაიბადა ვიდრე გარდაიცვალა, კოვიდის გავლენა აქ სერიოზულია - გამყრელიძე

პუბლიკა

„ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მონაცემია, რომ, მოგეხსენებათ, შარშანაც და წელსაც ჩვენ გვაქვს წლები და რა თქმა უნდა კოვიდის გავლენა აქ სერიოზულია, საქართველოში ნაკლები დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა, ანუ ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 „ზოგადად, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები უკვე ბოლო ათწლეულებია გვაქვს. მოგეხსენებათ, ჯანდაცვასთან ერთად, დემოგრაფია ბევრი სხვა კომპონენტისგან შედგება. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგრამ პანდემიამ თავისი როლი ითამაშა იმაში, რომ ბოლო 2 წელში ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს. წელს ე.წ. მინუს ბალანსმა მოიმატა და ამას სერიოზული ანალიზი დასჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.