საგანგაშოდ მივიჩნევთ, რომ კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ საგანგაშოს უწოდებს საქართველოში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის უფლების შეზღუდვას.

გუშინ, 2021 წლის 18 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი, ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტის განცხადებით, მას საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ მასალის მომზადებას გეგმავდა.

„მნიშვნელოვანია, რომ მესაზღვრეებს უარის მიზეზი არ განუმარტავთ.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინელ ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. 27 ოქტომბერს ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს“,- აცხადებენ კოალიციაში.