ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი მთის ფერდობზე ტყის მასივს უკიდია.
მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები.
უწყების განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.