საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განცხადა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების თაობაზე მიმართა.
„დღეს საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და მთავრობამ პრეზიდენტს ოფიციალურად გაუგზავნა განცხადება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისი ჩათვლით გაგრძელების თაობაზე“.
პრეზიდენტის მიერ ბრძანების გამოცხადებისთანავე იგი ძალაში შევა, რომელსაც შემდგომ პარლამენტი მიიღებს.