საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათი ინფორმაციით,  20 აპრილის 21 სთ-დან 21 აპრილის დილის 6 სთ-მდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმდა.

„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 66 მოქალაქე დააჯარიმეს.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 38 პირი დააჯარიმეს“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.