საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით პარლამერტის პლენარული სესია 18 საათზე ჩაინიშნა. მანამდე – 17:30 საათზე კი ბიუროს სხდომა უნდა გაიმართოს.
პარლამენტმა კენჭი უნდა იყაროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ვინაიდან, პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელება იგეგმება.