საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ეხება მედიას - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დადგენილებით კომენდატის საათი არ დგინდება. მისივე თქმით, შეზღუდვები არ ეხება მედიას და მას ეძლევა რეკომენდაცია, დაიცვას რეკომენდაციების სახით განსაზღვრული ყველა წესი.  მისივე თქმით, ამ დადგენილებით საქართველოს მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის შექმნასაც მოითხოვს.