შსს-ს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და, ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.
მათი თქმით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევაზე 24 პირი დააჯარიმეს.
„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 33 მოქალაქე დააჯარიმეს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.