საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და, ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფომრაციას შსს ავრცელებს.

მათი თქმით, პოლიციამ, 21 მაისის 21 საათიდან 22 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევაზე 8 პირია დააჯარიმებული, თვითიზოლაციის წესის დარღვევაზე – 2.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. გაზიარება