საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და, ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათი თქმით,  პოლიციამ, 5 მაისის, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დააჯარიმა.

„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე დააჯარიმეს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.