საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში ტყის ხანძრების შესახებ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით.

მათი მონაცემებით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:

სამეგრელო –
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. სოფლებში: ზღვაია, ნაკუფუ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: ზემო ეწერი; ჩხოროწყუს 7 სოფელი, მარტვილში სოფელი ლესიჭინე.

გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელ ვაკიჯვარში, ასევე  სოფელი მამათი.

აჭარა – ქობულეთში.

იმერეთში – ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.

კახეთში – გომბორის უღელტეხილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვემდებარება:

სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.

გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
ქვემო ქართლი – დედოფლისწყარო.

ღია კერა შენარჩუნებულია:

აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა შეასრულეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.